„17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები“, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, გამოძიება დაადგენს არის თუ არა ეს მედიკამენტები მისი ჩანთიდან ამოღებული წამლების იდენტური.
„17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში უკანა სავარძელზე იმყოფებოდა. პირველადი დათვალიერებით ავტომობილში მედიკამენტები აღმოაჩინეს. რამიშვილის თქმით, გარდაცვლილს ჩანთაში წამლის ორი ცარიელი ფირფიტა ჰქონდა, რომლებიც ფსიქოტროპული პრეპარატები არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.